ევროპის სუპერ ლიგა: იუვენტუსი განცხადებას ავრცელებს!
Aa
Aa

ევროპის სუპერ ლიგა: იუვენტუსი განცხადებას ავრცელებს!

„ევროპის სუპერ ლიგის“ შექმნასთან დაკავშირებით ტურინის „იუვენტუსმა“ განცხადება გაავრცელა:

„კლუბები შეთანხმდნენ მიიღონ მონაწილეობა სუპერ ლიგაში, როგორც გრძელვადიან პროექტში. დამფუძნებელი კლუბები განაგრძობენ ასპარეზობას თავიანთ ჩემპიონატებში, სუპერ ლიგის დაწყებამდე.

ჩვენ გვჯერა, რომ იუვენტუსი მიიღებს მონაწილეობას იმ ევროპულ ტურნირებში, რომლებში თამაშის უფლებაც აქვს.

დამფუძნებელ კლუბებს სურთ, რომ უეფასთან და ფიფასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება მოხდეს, საფეხბურთო ეკოსისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით.

ამავე დროს, პროექტის კარგი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სუპერლიგას შეუძლია სასამართლოს მიმართოს თავისი უფლებების დასაცავად.

სუპერლიგის ორგანიზება და მართვა ხორციელდება კონკრეტული კომპანიის მიერ, თითოეული კლუბის თანაბარი წილით. ამრიგად, ხელშეკრულება ითვალისწინებს თითოეული კლუბის ვალდებულებას კომპანიის საწესდებო კაპიტალში 2 მილიონი ევროს საწყისი ინვესტიციით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 8 მილიონ ევრომდე.

სუპერლიგის ფაქტობრივი ამოქმედების შემდეგ და მედიის უფლებების რეალიზაციის შემდეგ, დამფუძნებელ კლუბებს, სავარაუდოდ, დაახლოებით 3,5 მილიარდი ევროს მიღება შეეძლებათ. ეს თანხა გადაეცემა დამფუძნებელ კლუბებს, პროცენტული განაწილებით და მათი საბოლოო რაოდენობის მიხედვით.

იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ სუპერლიგა გრძელვადიან პერიოდში სარგებელს მოუტანს კლუბს და მთელ საფეხბურთო საზოგადოებას.

დამფუძნებელი კლუბები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს რაც შეიძლება მალე. ამასთან, ამჟამად კლუბს არ შეუძლია უზრუნველყოს პროექტის განხორციელება და არც ტურნირის დაწყების ზუსტი პროგნოზირება.

ამრიგად, კლუბს ჯერ არ გააჩნია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომ მოახდინოს დეტალური ანალიზი იუვენტუსის ფინანსებსა და ეკონომიკაზე, ტურნირის გავლენებიდან გამომდინარე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები