სუპერ ლიგის იდეა - უეფა ახალ ლიგაში მონაწილე გუნდებს დისკვალიფიკაციით ემუქრება
Aa
Aa

სუპერ ლიგის იდეა - უეფა ახალ ლიგაში მონაწილე გუნდებს დისკვალიფიკაციით ემუქრება

ცნობილია, რომ ევროპული გრანდები ახალი ჩემპიონატის „სუპერ ლიგის“ შექმნაზე ფიქრობენ. ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი კი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.

„სუპერ ლიგის“ მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ ხსენებულ ტურნირში 12 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური ფორმატი არ არსებობს, თუმცა გავრცელებული ხმებით, ყველა გუნდს ერთმანეთთან მოუწევს თამაში, ხოლო შემდეგ პლეი ოფის სისტემა იქნება.

ამასთან დაკავშრებით კი დღეს UEFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ყველა იმ გუნდს, რომლებიც „სუპერ ლიგაში“ მიიღებენ მონაწილეობას, ექნებათ დისკვალიფიკაცია და „უეფა-ს“ და „ფიფა-ს“ ეგიდით გამართულ ტურნირებზე ვეღარ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

„“უეფა-მ“ გაიგო, რომ ინგლისის, ესპანეთის და იტალიის საფეხბურთო კლუბები აპირებენ ყველასგან მალულად ახალი „სუპერ ლიგა“ შექმნან.

თუ ეს მოხდება, ჩვენ „უეფა“ და „ფიფა“ შესაბამის ზომებს მივიღებთ. მოგიწოდებთ გააუქმოთ ეს ცინიკური იდეა, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესს ეფუძნება.

ჩვენ მივიღებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებვრივ და სპორტულ ზომას, რათა ეს ყველაფერი არ მოხდეს. ფეხბურთი საზოგადო სპორტია და არავის აქვს უფლება ინდივიდუალურად რაიმე გადაწყვიტოს.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებთ ჩვენს მითითებებს, აბსოლუტურად ყველა კლუბს აეკრძალება „უეფა-ს“ და „ფიფა-ს“ ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობა. ასევე, „სუპერ ლიგაში“ მოთამაშე ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან ეროვნულ ნაკრებებს ვერცერთ შეჯიბრებაზე.

მადლობას ვუხდით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომლებმაც ამ ცინიკურ იდეაზე უარი თქვეს. მოვუწოდებთ ყველა სპორტულ და პოლიტიკურ ძალას, რომ „სუპერ ლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში შემოგვიერთდნენ. საკმარისია! პირადი სურვილების გამო ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს“ - ვკითხულობთ „უეფა-ს“ განცხადებაში.

ცნობისთვის, "სუპერ ლიგაში" მონაწილეობას „რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“, „ინტერი“, „ტოტენჰემი“, „არსენალი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები