Aa Aa
16 აპრილი 2021  |  00:53

გრანადას ზღაპარი მანჩესტერმა დაასრულა, არსენალმა კი ჩეხეთში იფრინა

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური სტადია დასრულდა. გულშემატკივრებმა საინტერესო დაპირისპირებები იხილეს, თუმცა ეს ყველაფერი სენსაციის გარეშე დასრულდა.

ფავორიტები ნახევარფინალში გავიდნენ. „რომამ“ „აიაქსს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიურმა გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 3:2 დაფიქსირდა.

პირველი დაძაბული მატჩის შემდეგ, რომელშიც „არსენალმა“ პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა და 1:1 ფრე დაფიქსირდა, განმეორებით მატჩში ლონდონელებმა მეტოქე არ დაინდეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „გრანადას“ ორივე შეხვედრა 2:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 4:0 გაიმარჯვა.

ევროპის ლიგაზე ერთი ესპანური გუნდი შემორჩა და ეს „ვილიარეალია“. „წყალქვეშა ნავმა“ ზაგრების „დინამოს“ პირველ მატჩში სტუმრად 1:0 სძლია, ხოლო დღეს 2:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „წითელი ეშმაკები“ „რომას“ შეხვდებიან. „მეთოფეები“ კი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდებიან. შესაძლოა გულშემატკივრებმა ევროპის ლიგის ფინალში ინგლისური ჯახი იხილონ.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში