ბითაძის 5 ქულა და 7 მოხსნა - ინდიანას მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

ბითაძის 5 ქულა და 7 მოხსნა - ინდიანას მორიგი გამარჯვება

გამთენიისას NBA-ს მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ სტუმრად 111:106 სძლია და მიჯრით მეორე გამარჯვება გაიფორმა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში 15 წუთი და 19 წამი ითამაშა. მისი მონაგარი 5 ქულა და 7 მოხსნა იყო.

გოგას სამქულიანი

„პეისერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა ჰოლიდეის ანგარიშზე იყო. ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა -  16 ქულა, 15 მოხსნა.

„ინდიანამ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და ერთბაშად 6 მოთამაშეს 10-ზე მეტი ქულა ჰქონდა.

რაც შეეხება მასპინძლებს, 24 ქულით როსი გამოირჩა. 14-14 ქულა ჰქონდათ ენისსა და ბამბას.

„პეისერსი“ ფლეი-ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს და ამ გამარჯვების შემდეგ მათ ანგარიშზე 24 მოგება და 27 მარცხია. ინდიანაპოლისელები მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა მე-8 ადგილზე მყოფ „ნიუ იორკ ნიქსთან“ (26 მოგება, 27 მარცხი) შედარებით მათ 2 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები