Aa Aa
8 აპრილი 2021  |  19:23

პედრი კლასიკოზე: "3 ქულა გვსურს, ამით ყველანი შეპყრობილები ვართ"

„ბარსელონას“ 18 წლის შუახაზელმა პედრი გონსალესმა შაბათს გასამართი „ელ კლასიკოს“ წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მატჩს მოუთმენლად ელის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, იქედან გამომდინარე თუ რამდენს ნიშნავს იგი ხალხისთვის. ხალხს ამის განცდა უყვარს. როგორც მაყურებელს ამ შეგრძნებით ცხოვრება მიყვარდა, ახლა კი როგორც ფეხბურთელი მას ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ვხვდები. შევეცდებით 3 ქულა მოვიპოვოთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ყველა კლასიკო, ესეც ძალიან რთული თამაში იქნება და ჩვენ ყველანი ამით შეპყრობილები ვართ.

ორივე გუნდს შეუძლია მოგება, შანსები თანაბარია. ეს იქნება ძალიან ლამაზი თამაში, რომელიც ფეხბურთელებსაც და მაყურებლებსაც მოეწონებათ.

მათ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ბენზემა კი შესანიშნავი მოთამაშეა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თამაში ისე წარვმართოთ როგორც გვინდა.

3 ქულა გვსურს და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ტიტულს არასდროს ვთმობთ.

იმედი მაქვს სათამაშო დროის მიღებას განვაგრძობ. სამუშაო ბევრი მაქვს, უნდა მოვუმატო და შემიძლია რომ გავუმჯობესდე, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების მხრივ, რომელზეც ვმუშაობ“.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“ „რეალმა“ 3:1 მოიგო. მადრიდში გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში