თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.. - რამდენ მილიონს დაკარგავს ბიანკონერი?
Aa
Aa

თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.. - რამდენ მილიონს დაკარგავს ბიანკონერი?

ტურინის „იუვენტუსს“, რომ იტალიაში ჩემპიონობის რეალური შანსი აღარ აქვს ეს ახალი არ არის. პირლოს გუნდი 28 ტურის შემდეგ 56 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 12 ქულით ჩამორჩება.

56 ქულა აქვს „ნაპოლისაც“. ეს გუნდები კი 7 აპრილს ერთმანეთს გაეჯიბრებიან. მატჩი ტურინში გაიმართება და გულშემატკივრებმა ხსენებულ დაპირისპირებას „ბრძოლა ოთხეულისთვის“ დაარქვეს. წარუმატებლობის შემთხვევაში „ბებერი ქალბატონი“ ოთხეულს მიღმა აღმოჩნდება.

სპორტული გამოცემა Football Italia გვამცნობს რამდენ მილიონს დაკარგავს „იუვენტუსი“ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. საუბარი დაახლოებით 80 მილიონ ევროზეა. ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდში კორონავირუსის გამო ფინანსური კრიზისია და ამხელა ზარალი გუნდს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

მომავალი მატჩები

ანდრეა პირლოს გუნდს სერია ა-ში 9 თამაში დარჩა. ტურინელები „ნაპოლის“, „ჯენოას“, „ატალანტას“, „პარმას“, „ფიორენტინას“, „უდინეზეს“, „მილანს“, „სასუოლოს“ და „ინტერს“ უნდა შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ატალანტაც“ და „მილანიც“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და იუვეს არაფერს დაუთმობენ. „ნერაძური“ კი ბოლო ტურში დიდი ალბათობით „იუვენტუსთან“ მატჩს ჩემპიონის რანგში შეხვდება და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც ამ გუნდებს აქვთ, წესით „ინტერი“ „ბიანკონერისთან“ სათამაშოდ მოსაგებად გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები