კევინი რჩება - დე ბრუინმა სიტისთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა
Aa
Aa

კევინი რჩება - დე ბრუინმა სიტისთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბმა კევინ დე ბრუინთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

იყო საუბრები, რომ ბელგიელი გუნდის შეცვლის საკითხს განიხილავდა, თუმცა „ქალაქელებმა“ „კეიდიბის“ დარწმუნება შეძლეს.

ბელგიელი გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია. მის ანგარიშზე „სიტის“ რიგებში 255 მატჩში, 65 გოლი და 105 საგოლე გადაცემაა. დე ბრუინი კლუბის ისტორიაში ჩატარებული თამაშების მხრივ მე-11 მოთამაშეა და ათეულში შესასვლელად თერთმეტი შეხვედრა აშორებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი აქაურობას შეეჩვია. აქ გადმოსვლის შემდეგ თამაშს ძალიან მოვუმატე. კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებ და გუნდიც გამარჯვებაზეა მომართული. ვგრძნობ, რომ წინ კიდევ უფრო უკეთესი მელოდება.

მე და გუარდიოლას ერთნაირი ფეხბურთის ხედვა გვაქვს. სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. ჯერჯერობით ბრწყინვალედ გამოვიყურებით და ამ ყველაფრის ტიტულების მოგებით გამყარება გვჭირდება“. - განაცხადა დე ბრუინმა კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას.

კევინმა გუნდთან ერთად პრემიერლიგა 2-ჯერ მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მისთვის და კლუბისთვის დღმედე ოცნებად რჩება. მიმდინარე სეზონში „ქალაქელები“ კვლავ ფავორიტებად მოიაზრებიან. ვნახოთ რა იქნება ამჯერად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები