Aa Aa
25 მარტი 2021  |  10:48

„ფიურის ვერც კი შეეხება" - რკინის მაიკი ჯოშუას მარცხს ვარაუდობს

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. „რკინის მაიკმა“ უპირატესობა „ბოშათა მეფეს“ მიანიჭა და განაცხადა, რომ „ეიჯეის“ მის სისწრაფესთან გამკლავება გაუჭირდება.

„ჯოშუა მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ფიური ზედმეტად მოუხელთებელია და ენტონი მისთვის დარტყმების მიყენებას ვერ მოახერხებს.

სიმართლე გითხრათ, ჯოშუა ძალიან მომწონს და შესაძლოა, მას უაილდერზე ძლიერი დარტყმაც ჰქონდეს, მაგრამ დეონტეიზე სწრაფი დარტყმა ნამდვილად არ აქვს და თუ უაილდერზე სწრაფი დარტყმა არ აქვს, ფიურის ვერც კი შეეხება.

პირადად მე, ვთვლი, რომ ბრძოლის სცენარი ასეთი იქნება. ფიურიმ უაილდერის სწრაფი დარტყმების თავიდან არიდება შეძლო და ჯოშუას შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას“.

ტაისონისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ლეგენდარულ მოკრივეს, ბერნარდ ჰოპკინსს, რომელიც ჯოშუას ნოკაუტით გამარჯვებას ვარაუდობს: „ბრძოლის საწყისი 5-6 რაუნდი ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა შემდეგ ჯოშუა თავისი ათლეტურობით, ინტელექტითა და გამოცდილებით ფიურის დაჩაგრავს“.

ჰოპკინსის მსგავსად, ჯოშუაზე ფსონს ყოფილი მოკრივე, ტონი ბელიუც ჩამოდის: „ჩემი აზრით, ჯოშუა ერთადერთია, ვისაც ფიურის დასამარცხებლად საჭირო არსენალი აქვს. მას დისტანციის შემცირება და სწრაფი დარტყმების განხორციელება შეუძლია, რომლებიც მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. მას საკმარისად ძლიერი დარტყმა აქვს, რათა ფიური დააგდოს და ტკივილი მიაყენოს“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ შეთანხმებას მიაღწიეს და 2 ბრძოლის გამართვის თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. „ეიჯეის“ პრომოუტერის, ედი ჰირნის მიხედვით, ჩხუბის გამართვის თარიღი და ადგილი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში