Aa
Aa

სატურნირო ბადე - ბასილაშვილი მაიამის ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მიმდინარე კვირაში მაიამის მასტერსზე ითამაშებს. ტურნირის წილისყრამ ქართველის სავარაუდო მეტოქეები გაარკვია.

ნიკა გათამაშებაზე 27-ე ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში დაისვენებს, მეორე წრეში კი მატიას იმერსა და ერთ-ერთ კვალიფიკანტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სავარაუდო მეტოქე ალექსანდრ ზვერევია, რომლის შემდეგაც ბასილაშვილი, შესაძლოა, იანიკ სინერს ან კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდეს.

მაიამის მასტერსი გასულ წელს Covid 19-ის პანდემიის გამო გაუქმდა, წელს კი ტურნირზე დიდი სამეული - ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი, არ ითამაშებს. შესაბამისად, პირველ ნომრად დანილ მედვედევია განთესილი, მეორე ნომრის სტატუსით კი სტეფანოს ციციპასი გახლავთ.

მაიამის მასტერსის ძირითადი ბადის მატჩები ხვალიდან დაიწყება, კონკრეტულად ბასილაშვილი კი საქმეში, ხუთშაბათს ან პარასკევს ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები