Aa Aa
9 მარტი 2021  |  20:12

„სად ხარ მაიკ"? - ჰოლიფილდმა ტაისონი კიდევ ერთხელ გამოიწვია

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონი კიდევ ერთხელ გამოიწვია. 58 წლის ევანდერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილ მეტოქესთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ჩემს რიტმს ვუბრუნდები და ველოდები ცეკვაში ჩემი პარტნიორი, მაიკ ტაისონი როდის გამოჩნდება. სად ხარ მაიკ“?

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდმა „რკინის მაიკის შესახებ ცოტა ხნის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტაისონი მასთან ჩხუბს გაურბის.

„ჩემმა წარმომადგენლებმა ჩემი და მაიკის ჩხუბის ორგანიზება სცადეს, მაგრამ თავის გასამართლებელი მიზეზების გარდა არაფერი მიგვიღია. ახლა ვხვდები ტაისონს ჩემთან შერკინებამდე მოსამზადებელი ბრძოლის გამართვა რატომ უნდოდა. როი ჯონს ჯუნიორი მაიკისთვის კარგი ადგილობრივი მეტოქე იყო, ჩვენი ჩხუბი კი გლობალური მოვლენა იქნება. ერთადერთი ბრძოლა, რომლის ნახვაც აბსოლუტურად ყველას სურს, სწორედ ჩემი და მაიკის დაპირისპირებაა. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი ჯახი არ უნდა გაიმართოს.

აღარავითარი თავის გასამართლებელი მიზეზები. ჩემი და ტაისონის მემკვიდრეობისთვის აუცილებელია, რომ ეს ბრძოლა ჩატარდეს. მაიკ, შაბათს შენ თქვი, რომ ჩემთან ჩხუბისთვის მზად იყავი. კონტრაქტს ხელი მოაწერე და რინგზე გამოდი. ახლა მთელი მსოფლიო შენ გელოდება. მე მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში