Aa
Aa

მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე - გოგას ინდიანამ დენვერთან წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა დათმო და ამჯერად დასავლეთ კონფერენციის მე-6-ადგილოსანთან, „დენვერ ნაგეთსთან“ - 103-113 წააგო. ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 10 ქულით მოიგეს და კომფორტული ჰანდიკაპის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

„ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა, ნეით ბიორკგრენმა გოგას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და ქართველმა ცენტრმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, „პეისერსის“ რიგებში კი საუკეთესო მაილს ტერნერი იყო, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. დაგ მაკდერმოტი 20 ქულითა და 4 მოხსნით გამოირჩა. ჯასტინ ჰოლიდეი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

„დენვერს“ 24 ქულით მაიკლ პორტერ ჯუნიორმა ულიდერა. ჯამალ მიურეიმ 23 ქულა ჩააგდო. ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 20 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი, უილ ბარტონმა კი მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„ინდიანა“ მე-19-ედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 13 მარტს გამართავს და „ლეიკერსს“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები