რევაზ ბელქანია :
Aa
Aa

რევაზ ბელქანია : "შუღლს და დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს"

ვეტერანი ბორჯღალოსანი რეზო ბელქანია, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დადებითად ახასიათებს და არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამასავალს, მის გარშემო გაერთიანებაში ხედავს.

სოსო ტყემალაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ და რაგბისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. თამაში რომ დავიწყე, არანაირი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ელემენტარულად გზის ფულიც არ იყო. ამ დროს გამოჩნდა კლუბ „ლელოში“ სოსო ტყემალაძე, რომელიც უანგაროდ გვეხმარებოდა, თითოეული მოთამაშის სატკივარი გულთან ახლოს მიქონდა. მას ძალიან ბევრი აქვს რაგბისთვის გაკეთებული და ზუსტად ვიცი, რომ მისი პრეზიდენტობა და მის გარშემო გაერთიანები, არსებული სიტუაციიდან რაგბისთვის საუკეთესოს მომტანი იქნება. მით უმეტეს, ის აპირებს, რომ გამგეობაში ყველა კლუბის წარმომადგენელი შეიყვანოს და მართვის სადავეები სწორედ კლუბების ხელში იქნება. როგორც ყველა კარგი მოთამაშე კარგი მწვრთნელი ვერ ხდება, ასეა ამ შემთხვევაშიც და მნიშვნელოვანია ამ საკითხს ცივი გონებით მივუდგეთ. ძლიერ მენეჯერს გვერდით რაგბში სახელმოხვეჭილი ადამიანები თუ დაუდგებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ეს საერთო საქმეს წაადგება და ამგვარი გაერთიანებით საუკეთესო ნაზავს მივიღებთ. შუღლს და დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ნაკრები უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის ემზადება. ასეთი სიტუაცია ნაკრების ბიჭების განწყობაზეც უარყოფითად ისახება და წნეხში არიან, რაც მზადებაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მალე დასრულდება გაურკვევლობა, მით უფრო მალე დაიწყება მშენებლობა“ - ამბობს ბელქანია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით 2004-2013 წლებში თამაშობდა. 

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები