ფიგურული ციგურაობა: 4 ქართველი მოციგურავე მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა: 4 ქართველი მოციგურავე მსოფლიო ჩემპიონატზე

22-დან 28 მარტის ჩათვლით, შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შვედეთში ყველაზე რეიტინგულ წარმომადგენლებს ვიხილავთ. შეჯიბრს ორმაგი დატვირთვა ექნება, რადგან ხსენებულ ჩემპიონატზე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც განაწილდება.

ქვეყნების ფედერაციებმა უკვე გუნდების ფორმირება დაასრულეს და საბოლოო სიები წარადგინეს. საქართველოს ღირსებას 4 მოციგურავე დაიცავს: მორის ყვითელაშვილი (მამაკაცები), ალინა ურუშაძე (ქალები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები).

რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლა გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ობერსდორფში მოუწევთ. ისინი მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო ტოვებენ.

შვედეთში მამაკაცთა კატეგორიაში 27 ქვეყნის 34 სპორტსმენს ვიხილავთ, ქალთა შორის კი 35 ქვეყნის 42 მოციგურავეს. სპორტული წყვილებიდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილს ვიხილავთ.

ბოლოს გეტყვით, რომ პანდემიის გამო გამოჩემპიონატი მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

ჩემპიონატის განრიგი ასეთია:

24 მარტი, ოთხშაბათი:

13:00 - ქალები: მოკლე პროგრამა

20:30 - გახსნის ცერემონიალი

21:30 - სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა

25 მარტი, ხუთშაბათი:

14:00 - მამაკაცები, მოკლე პროგარამა

21:30 - სპორტული წყვილები . თავისუფალი პროგრამა

26 მარტი, პარასკევი

13:45 - ცეკვები, რითმული ცეკვა

21:00 - ქალები, თავისუფალი პროგრამა

27 მარტი, შაბათი

14:00 - მამაკაცები, თავისუფალი პროგარა

20:00 - ცეკვები, თავისუფალი პროგრამა

28 მარტი, კვირა

16:30 - საჩვენებელი პროგარამა

ფოტო - Georgian Figure Skating Federation

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები