გიგაშოუ ბრუნდება - ჭიკაძე გამოცდილ ამერიკელს დაუპირისპირდება
ქართველი მებრძოლის გიგა ჭიკაძეს მეტოქის ვინაობა ცნობილია.
გიგა UFC-ის ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის გამოცდილ მებრძოლს ქაბ სვონსონი დაუპირისპირდება.
37 წლის ამერიკელს კარიერაში სულ 27 ბრძოლა აქვს მოგებული. 11 ბრძოლაში კი სვონსონი დამარცხდა.
გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა ჯეიმი სიმონსს ნოკაუტით სძლია.
ასევე გიგას ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა და ომარ ანტონიო მორალეს ფერერი ყავს დამარცხებული.
შეგახსენებთ,რომ 2020 წელს UFC-ში ყველაზე წარმატებულად ნიგერიელი და ესპანელი მებრძოლები გამოვიდნენ, რომლებმაც ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს, თუმცა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა მხოლოდ 5 ბრძოლა გამართეს.
მეორე პოზიციაზე საქართველოა. UFC-ში გამართული 14 ბრძოლიდან 13 ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მარცხი მხოლოდ ლიანა ჯოჯუამ იწვნია.