ოფიციალურად - ბართომეუ დაპატიმრებულია
Aa
Aa

ოფიციალურად - ბართომეუ დაპატიმრებულია

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ სამართალდამცავებმა დააკავეს.

წყაროს ცნობით, ასევე დაკავებულნი არიან კლუბის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და იურიდიულ საქმეთა ყოფილი ხელმძღვანელი რომან პონტი, ასევე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ხაუმე მასფერერი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბართომეუ დღეს დილით საკუთარ სახლში დააკავეს.

ბართომეუ კლუბის ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაში დაადანაშაულეს. მას ასევე ბრალი ედება 1 მილიონი ევროს უკანონოდ გამოყენებაში, რაც სოციალურ ქსელებში ყალბი ექაუნთების, ეგრეთწოდებული ბოტების სკანდალთან არის დაკავშირებული.

კლუბის პრეზიდენტი ამ ყველაფერს საკუთარი გადაწყვეტილებების გასამართლებლად და ამავდროულად გუნდის ლიდერების გასაკრიტიკებლად იყენებდა. საუბარია მესის, პიკეს და სხვების შესახებ, რომლებსაც ბართომეუს ეგრეთწოდებული ბოტები სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით აქტიურად აკრიტიკებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები