რონალდუ: "2016 წელი შესაძლოა ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო"
2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებთან ამ წლის შესახებ ისაუბრა და მის წარმატებულობას გაუსვა ხაზი.
"ინდივიდუალურად და გუნდურად ეს შესაძლოა ჩემთვის საუკეთესო წელი იყო. "რეალთან" ერთად მოვიგე "ჩემპიონთა ლიგა" და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. სხვა რა გითხრათ?"
"ეს არაჩვეულებრივი და ბედნიერი წელი იყო, რისთვისაც მადლობა ჩემს თანაგუნდელებს "რეალსა" და პორტუგალიის ნაკრებში". - დასძინა რონალდუმ.
მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით