ბახის გაფრთხილება - შესაძლოა ძალოსნობა ოლიმპიური თამაშებიდან ამოიღონ
Aa
Aa

ბახის გაფრთხილება - შესაძლოა ძალოსნობა ოლიმპიური თამაშებიდან ამოიღონ

IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, თუ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია კვლავინდებურად ყურად არ იღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს, მაშინ დღის წესრიგში დადგება პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნების მონაწილეობის საკითხი.

სამწუხაროდ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაზე უნდა ვილაპარაკო. IWF-ი, მიუხედავად გაფრთხილებებისა, ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. ფედერაციის მმართველობაში ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ერთი პუნქტი, რომელიც ანტისადოპინგო მუშაობას შეეხება, IOC აღმასრულებელი საბჭოს ჩარევის შემდეგ, აღმოიფხვრა, მაგრამ ბევრი რამ იგნორირებული აღმოჩნდა.თუ ჩვენი შეშფოთების საბაბი არ აღმოიფხვრა, მაშინ აღმასრულებელი საბჭო  პარიზის და შემდგომ ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნების მონაწილეობის საკითხს განიხილავს," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-სა და IWF-ს შორის ურთიერთობა 2017 წლიდან გამწვავდა. უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო ძალოსნებს შორის დოპინგის ხშირი გამოყენების შემთხვევები, მოგვიანებით კი IWF-ს აკრიტიკებდნენ მმართველობაში არსებული პრობლემების და გამოვლენილი კორუფციული გარიგებების გამო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები