საუკეთესოთა შორის - შერმადინის მოძრაობა FIBA-მ გამოარჩია
Aa
Aa

საუკეთესოთა შორის - შერმადინის მოძრაობა FIBA-მ გამოარჩია

ევრობასკეტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც თებერვლის „ბაბლის“ საუკეთესო 10 მომენტია. მესამე ადგილზე სერბეთთან მატჩისას ქართველი წყვილის გიორგი შერმადინისა და დუდა სანაძის მოქმედება გავიდა.

გიორგიმ სერბი მეურვე ცრუმოძრაობით დააბნია, ბურთი პერიმეტრზე მდგომ დუდა სანაძეს გადააწოდა, რომელმაც იერიში შედეგიანად დაამთავრა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო საუკეთესო მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის,ზუროსის შეგირდები სერბეთთან 66:92 დამარცხდნენ. შემდეგ იყო დრამატულ ბრძოლაში წაგებული შეხვედრა ფინეთთან (70:78), რომელშიც ქართველებმა 22-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლეს, თუმცა გადამწყვეტი შტურმისთვის ძალა არ ეყოთ.

საბოლოოდ, სერბეთთან ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდებით, ჩვენი ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა მარტში გაიმართება.

თებერვლის "ბაბლის" საუკეთესო 10 მომენტი კი ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები