ლუკაკუ იბრას:
Aa
Aa

ლუკაკუ იბრას: "ჯანდაბა! ხომ გითხარი, რომ საუკეთესო ვარ"

სერია ა-ს 23-ე ტურში მილანური დერბი შედგა, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვებით (3:0) დასრულდა. „ინტერმა“ „როსონერისთან“ 4-ქულიანი უპირატესობა მიიღო და საჩემპიონო ბრძოლაში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრაში ყველა ელოდა ლუკაკუ-ზლატანის დაპირისპირების მეორე სერიას. მატჩის მსვლელობისას ასეთი არაფერი შეგვინიშნავს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ბელგიელმა ფორვარდმა გოლის აღნიშვნის დროს იბრას გამოწვევა სცადა.

Sky Italia-ს ცნობით, როდესაც ლუკაკუმ მეტოქის კარში მესამე ბურთი შეაგდო, გოლის აღნიშვნისას ზლატანის პროვოცირება სცადა: „ჯანდაბა! ხომ გითხარი, რომ საუკეთესო ვარ“. - ყვიროდა გოლის გატანის შემდეგ ბელგიელი.

ზლატანი ამ პროვოკაციას არ აჰყვა, ან შესაძლოა მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე ამას აზრიც აღარ ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ ბელგიელი თავდამსხმელი „როსონერის“კარში გატანილი გოლით მილანური დერბის ისტორიაში შევიდა. ლუკაკუ გახდა პირველი ფეხბურთელი 48 წლის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ მე-4 "დელა მადონინაში" გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები