Aa Aa
19 თებერვალი 2021  |  19:59

დიდი დაბრუნება - ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემზე ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა შვედი რომი მაციასი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტატალაშვილმა 3-წლიანი პასუზის შემდეგ დიდ ტურნირზე პირველად იასპარეზა.

თელ-ავივში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ფალავანმა მხოლოდ რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან ნახევარფინალში წააგო. ნახევარფინალამდე კი ჩვენებურმა ძიუდოისტმა გერმანელ ლუკაშ ვენეკოლდს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ფაბიო ბაზილესა და ვაძიმ შოკას მოუგო.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა. სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი ებარელ ტოჰარ ბუტბულთან დამარცხდა.

დღესვე, 81 კგ-ში ვლადიმირ ახალკაცმა და ლუკა მაისურაძემ იასპარეზეს. სამწუხაროდ ორივე ძიუდოისტი ტურნირს პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია. გუშინ ვერცხლი თემურ ნოძაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ეთერ ლიპარტელიანი დასჯერდა.

თელ ავივის გრან სლემი ხვალ დასრულდება. საქართველოს სახელით კი 6 ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, გელა ზაალიშვილი და მსოდლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გამოვლენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში