2 ვერცხლის მედალი უნგრეთიდან - გურული და ბეგაძე ტურნირის პრიზიორები გახდნენ
Aa
Aa

2 ვერცხლის მედალი უნგრეთიდან - გურული და ბეგაძე ტურნირის პრიზიორები გახდნენ

უნგრეთში მიმიდნარე კრივის საერთაშორისო ტურნირზე ლაშა გურული ვერცხლის მედალოსანი გახდა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი მოკრივე უნგრელს რიჩარდ კოვაჩს დაუპირისპირდება და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ფინალამდე გურულმა ორი ბრძოლა გამართა. მეოთხედფინალში ჩვენმა მოკრივემ დანიელ დანის აჯობა,ხოლო ნახევარფილაში უნგრელი მოკრივე მილან ფოდორი დაამარცხა

დღესვე უნგრეთში ფინალურ შეხვედრა ნიკოლოზ ბეგაძეს უნდა გამართე. მაგრამ ქართველ მოკრივე +91 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ტრავმის გამო ვერ გამოცხადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე ბეგაძემ სამი ბრძოლა გამართა. რუსთაველმა სპორტსმენმა უნგრეთში  იტალიელი მირკო კარბოტისა, უნგრელ ლევენტე კისი და რუმინელი კრისტიან ფილიპი დაამარცხა. 

შეგახსენბთ,რომ ქართველი მოკრივეები ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ემზადებიან. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოპოვებული აქვს თბილისელ მოკრივეს სახილ ალახვერდოვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები