კონერ ფრენკამპი - მორიგი ამერიკელი ეროვნულ ნაკრებში
Aa
Aa

კონერ ფრენკამპი - მორიგი ამერიკელი ეროვნულ ნაკრებში

მორიგი ნატურალიზირებული კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

Eurohoops-ის ინფორმაციით ამერკიელმა კალათბურთელმა კონერ ფრენკამპმა ქართული პასპორტი აიღო და გუნდს თებერვლის მატჩებში დაეხმარება.

კონერმა კალათბურთის კარეირა კანზასში დაიწყო. 2018 წლიდან კი ევროპაში ასპარეზობს.

25 წლის კალათბურთელი ამ ეტაპზე „მურსიას“ რიგებში ირიცხება. წლევანდელ სეზონში კონერმა 19 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 16.5 ქულას აკეთებს , 3.8 გადაცემას ასრულებს და ასევე მის ანგარიშზე 2.4 მოხსნაა.

შეგახსენებთ,რომ საქართველო 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომელიც  ე.წ „ბაბლის“ პრინციპით,  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი  საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს დაუმარცხებლად, ერთპიროვნულად ლიდერობს.

ოთხივე ეროვნული ნაკრები  საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება,  ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და  ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.

საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს სერბეთს, ხოლო 21 თებერვალს ფინეთის ნაკრებების დაუპირისპრიდება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები