Aa Aa
12 თებერვალი 2021  |  17:43

მორიგი წარმატება - ჯობავამ ონლაინ ტურნირი მოიგო

საქართველოს ნაკრების ლიდერის ბაადურ ჯობავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ‘Ville dÓrsay Online Blitz’’ გათამაშება.

გამარჯვებულმა ქართველმა მოჭადრაკემ 11-დან 10 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტებს ერთი ქულით გაასწრო.

9 ქულა დააგროვეს და მომდევნო ადგილებეზე გადანაწილდნენ: ა.სარანა (რუსეთი), დ.მახნევი (რუსეთი), ფ.სონისი (იტალია), მ.ქობალია (რუსეთი)და ბ.ბელახსენი (ალჟირი)

შეგახსენებთ,რომ იანვრის ბოლოს ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში