პეტრა კვიტოვა მძარცველებმა ხელში დაჭრეს
26 წლის ჩეხი ჩოგბურთელი, პეტრა კვიტოვა, საკუთარ სახლში მძარცველებმა ხელში დაჭრეს.
BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვიტოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი დღეს დილით, ჩეხეთის პატარა ქალაქ პროსტეჟოვში მოხდა.
პეტრა კვიტოვა "უიმბლდონის" ორგზის გამარჯვებულია.
მომზადებულია BBC.COM-ის მხიედვით