ნინო სალუქვაძე:
Aa
Aa

ნინო სალუქვაძე:"არცერთ ქვეყანაში ოლიმპიელებს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ,ჩვენთან კი უკვე ერთი წელია"

ოლიმპირმა ჩემპიონმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძე საზოგადაოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემაში „ტაიმაუტში“ ოლიმპიელების მზადებაზე ისაუბრა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის უპირველესა სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მჯერა, ვაქცინაცია იქნება ის პირობა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები თავდაჯერებულები გამოვიდნენ. არცერთ ქვეყანაში ოლიმპიურ გუნდის წევრებს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, ისინი რეგულაციების დაცვით სრულად ემზადებოდნენ, ჩვენთან კი უკვე ერთი წელია ეს შეუძლებელია.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნება დღესასწაული, რადგან მაყურებლის და ემოციის გარეშე ასპარეზობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ოლიმპიადა აუცილებლად უნდა ჩატარდეს."– განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

შეგახსენებთ,რომ ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს და იაპონიაში რიგით მეცხრე ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები