ირაკლი აბუსერიძე :
Aa
Aa

ირაკლი აბუსერიძე : "ეს ტყუილიც აღარ არის. მამაძაღლობაა!"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

საჯარო რეესტრმა უარი მითხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე. არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიგიღიათო. ეს ტყუილიც აღარ არის. მამაძაღლობაა! არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდით! დღითიდღე უფრო და უფრო სირხცვილია! დღითიდღე უფრო და უფრო მრცხვენია! მარტო სიმართლეა ჩვენს მხარეს! სამართალი, როგორც ვხედავთ ჯიბეში აქვთ. უკანონობის დაკანონებაზე ერთი პასუხი გვაქვს: ძალა ჯერ კიდევ ხნავს აღმართს და აბა კარგად შემოგვხედეთ“ - განაცხადა აბუსერიძემ

საჯარო რეესტრმა უარი მითხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე. არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს...

Posted by Irakli Abuseridze / ირაკლი აბუსერიძე on Tuesday, February 9, 2021

შეგახსენებთ,რომ გუშინ საჯარო რეესტრმა საქართველოს რაგბის კავშირის“ წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა  რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები