Aa
Aa

"ეს ქვეყანა თქვენნაირების არის!" - გიორგი აფციაურის ემოციური განცხადება

საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი გიორგი აფციაური ირაკლი აბუსერიძისთვის რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე დანიშვნის უარის თქმას ეხმაურება და "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მწვავე კომენტარს აკეთებს.

"საიუზ ნერუშიმხ რესპუბლიკ სვაბოდნიხ !! რა უნდა ვქნათ .. თავს ზემოთ ძალაა არა სადამდეც მივედით ბოლო 5 წელში კი ვხედავთ ბატონ გოჩა სვანიძეს და მის მთელ საძმაკაცო სამეგობროს დიდი მადლობა 5 წელში ქართული რაგბის განადგურებისათვის ! მარტო გოჩა არა, რა თქმა უნდა, 4 წელი ჩემს თვალწინ გოჩიკოს რო ეძახდით მოფერებით და მომენტს არ მაზავდით ცხელი შოკოლადი რომ მიგერთმიათ ჭამეთ სვით ამ 4 წელში მაგრამ ბოლოს მიხვდით იძირება გოჩას იახტა და დაიფანტეთ.

ზოგი გოჩას გინებაში ზოგი რაში ზოგი რაში. და დღესაც ცდილობთ .. ცდილობთ რა გაპრავეთ მართვაში და ცეხავიკობაში კაციშვილი არ გჯობიათ თქვენი ძველი სკოლა მაინც დღეს ის დროა ქვეყანაში რო ხოდშია ჩერეზ ჩერეზ საქმების დალაგება. გილოცავთ რესტრის პასუხს შემდეგი 4 წელი კიდე აიგებთ 4000-5000-7000 -9000 ხელფასებს ... და ამასობაში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბიჭებს სულის გაძრომამდე აყომარებთ აბოთავებთ, როგორც ბოლო წლებია ...

ჩემს თვალწინ რომ არ გექოთ და გედიდათ გოჩა ( გოჩიკო) როგორც თქვენ ბევრინი ეძახდით ხმას არ ამოვიგებდი .. 4 წელი კრება იყო თუ შეხვედრა არ გაგიმაზიათ გოჩიკოსთან გარშიყება. რათქმაუნდა ყველას არ ეხება რამიდენიმე კაცის გამოკლებით, რომელებიც მუშაობდნენ ფედერაციაში, მაგრამ სულ აფიქსირებდნენ ამ საშინელი .. გოჩიკოს და მისი ბრატვის მართვას! 5 წელიც გავიდა და ვნანობთ ბევრ რამეს. თავის დროზე ამ ხალხს კანონით თუ უკანონდ წინ რო არ აღუდექით ..

დღეს რა ხდება? მოიგო არჩევნები ირაკლიმ 38-10 ხმების რაოდენობა და ვაი უი ატყდა .. ერთი ამბავი ძველებს მინდა გითხრათ. ამდენი რო გერბინათ მთავრობასთან ეხლა რომ დარბიხართ და ეძებთ შველას, გერბინათ რომ მოხვედით მაშინ უკეთესებისთვის მაგრამ ზოგს მახსოვს კბილი არ ქონდა, დღეს ჩაურიკრიკებია ოქროები ყბებში ზოგს .. ლიუბიმი მანქან 09 ქონდათ დღეს გადაცვალეს ჯიგრებმა ჯიპებში. სიტყვა ნეპოტიზმი სადმე თუ მოსატანია თქვენ გიხდებათ. ყველაზე ეშხიანად გამოიყურებით ამ სიტყვის გარშემო ..

გული მწყდება ბევრზე ბევრი კაცად მიმაჩნდა მართლა რაგბი, რომ უყვარდა სინამდვილეში, მაგრამ რაგბს ჯიბეში ხო ვერ ჩაიდებს ფული ბაბა ფულიი .. 6 ერი და ფრანჩიზა ზოგს პირზე რო აქვს აკერებული წინა საარჩევნო დაპირებასავით - პენსია 800 ლარი დენი უფასოო. გაზი 1 თეთრი.

ვინმე ხელს გიშლიდათ ფრანჩიზას თემებში ფული არ იყო, მაგრამ საიდან იქნებოდა? რაიონებიდან ნათესავები ჩამოგყავდათ ბოლოს და ასაქმებდით! რა ვთქვა არ ვიცი, კანონით იქნება თუ უკანონოდ სულ რომ ციხეში გამიშვან თქვენნაირ არასანდო ნეპოტიზმით გაჯერებულ მანიაკალურად სიყვარულში ჩაფლულს ფულთან ყოველთვის შეგებრძოლებით ...

ეს ქვეყანა სამწუხაროდ ამ ეტაპზე თქვენნაირების არის, დროა ეგეთი .. მაგრამ მარადიული არაფერი არ არის .. დღეს რეესტრი ჩაერია აბუს პრეზიდენტობის ლეგიტიმაციაში, ხვალ ხვალ შსს, ზეგ პროკურატურა და გაგრძელდება სამწუხაროდ ამ რიტმში .. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში 27 წლის განმალობაში სამართალი არ მინახავს.

კარგად მეყოლეთ ძირძველო ცეხავიკებო, ცეკა მუდამ თქვენს სამსახურშია .. და ბოლოს ირაკლი ლეგიტიმური პრეზიდენტია. აბუ პრეზიდენტია !! ვის მოწონს და ვის არა ეგ თქვენი ხედვა .. მაგრამ სანამ არ ვისწავლით უმრავლესობის გადაწყვეტილების პატივის ცემას ... გაიხედეთ გარეთ და მიხვდებით სად ვართ. ა ბ უ პრეზიდენტია!!!"

საიუზ ნერუშიმხ რესპუბლიკ სვაბოდნიხ !! რა უნდა ვქნათ .. თავს ზემოთ ძალაა არა სადამდეც მივედით ბოლო 5 წელში კი ვხედავთ...

Posted by Giorgi Aptsiauri on ორშაბათი, 08 თებერვალი, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები