Aa
Aa

"რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

იაპონიაში რამდენიმე წუთის წინ, "კაშიმასა" და მადრიდის "რეალს" შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი დასრულდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 მორჩა. მე-9 წუთზე ესპანელები კარიმ ბენზემამ დააწინაურა. თუმცა 44-ე და 52-ე წუთებზე შიბასაკიმ დუბლი გაიფორმა და წინ იაპონელები გავიდნენ. "რეალმა" გათანაბრება მე-60 წუთზე პენალტით შეძლო, დარტყმა ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა. 

დამატებით ტაიმებში პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა და "სამეფო კლუბს" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვა - 4:2. 

"რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეხუთედ მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები