Aa
Aa

"ბარსელონა" მესის ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არნახულ კონტრაქტს სთავაზობს!

კატალონიის "ბარსელონა" გუნდის არგენტინელ ვარსკვლავ, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე, მუშაობას განაგრძობს.

პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს და კლუბის დანარჩენ ხელმძღვანელებს ბრწყინვალედ ესმით, რომ ფეხბურთელს მისი ასპარეზობის შესაბამისი ანაზღაურება უნდა შესთავაზონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას რომელიმე სხვა ევროპული გრანდი გააკეთებს.

როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, ბარტომეუს სურს, რომ წლიური ანაზღაურების სახით, ლიონელ მესის 35 მილიონი ევრო შესთავაზოს, თანაც ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადების გარეშე (!!!).

აქამდე, არგენტინელი ვარსკვლავი წელიწადში 24 მილიონს გამოიმუშავებდა, თუმცა მიმდინარე სეზონიდან ამ ციფრმა 29-ს მიაღწია. ("ბარსელონამ" მესის სახელმწიფო გადასახადები საკუთარ თავზე აიღო).

ფეხბურთელსა და კლუბს შორის, აღნიშნულ საკუთხზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები