''სექსი და ჭამა - ეს იდეალური ღამეა'' - კასანო გიჟურ ამბებს იხსენებს
''რომასა'' და მადრიდის ''რეალის'' ექს-ფეხბურთელი ანტონიო კასანო ავტობიოგრაფიულ წიგნში ცხოვრების უცნობ ისტორიებს იხსენებს. მოთამაშე, რომელიც გართობის დიდი მოყვარული იყო, სპორტული რეჟიმის ერთგულებით არ გამოირჩეოდა და მადრიდის ''რეალში'' ყოფნისას 14 კილოგრამი მოიმატა.
''Nutella კლუბის ერთ-ერთი სპონსორი იყო და ყოველ თვეში ჩვენთვის 5 კილოგრამი პროდუქტი მოჰქონდათ.
როცა გუნდში ფაბიო კაპელო მოვიდა, ორ მატჩში ორი გოლი შევაგდე, ისეთი განცდა მქონდა, რომ სამყაროს მეფე ვიყავი. ამის შემდეგ კაპელომ ''ლიონთან'' მატჩში შემცვალა, რის გამოც მასთან ვიჩხუბე, მასთან ხერესში ვიკამათე და გუნდიდან გამაგდო.
7 თვეში 14 კილოგრამი მოვიმატე, Nutella-ს პირდაპირ ქილიდან კოვზით ვჭამდი, არ მადარდება, სამარცხვინო ვიყავი. ვაღიარებ, რომ ეს საზიზღრობა იყო. ბოდიში კაპელოს, მე ის ძალიან მიყვარს''.
მუდმივად წონის პრობლემის გამო კასანოს El Gordito შეარქვეს, რაც ასე ითარგმენა: ''პატარა მსუქანა''.
კასანოს თქმით ვიდრე 25 წლის გახდებოდა, 600-დან 700-მდე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. ავტობიოგრაფიულ წიგნში ფეხბურთელი იმ მეგობრის მადლიერია, ვინც სასტუმროში მუშაობდა და მასთან ტკბილეული მიჰქონდა.
''მისი სამსახური იყო ის, რომ სექსის მერე ჩემთვის სამი ან ოთხი სახის ტკბილეული მოეტანა. სექსი და შემდეგ კვება - ეს იდეალური ღამეა. სექსის შემდეგ ჩემი მეგობარი ჩემს ოთახში ამოდიოდა, ტკბილეული ამოჰქონდა და გოგონა მიჰყავდა. ეს იყო გაცვლა, სექსს ტკბილეული ცვლიდა''.
კასანოს ორი შვილი ჰყავს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის, მესისადმი პატივისცემის ნიშნად შვილს ლიონელი დაარქვა.
2017 წელს ბრიტანული Sun-ი იუწყებოდა, რომ კასანოს პორნოს ჟანრის ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა.