Aa Aa
24 იანვარი 2021  |  18:44

29 ქულა და MVP - შერმადინის მაგარი თამაში!

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში იბეროსტარ "ტენერიფემ" "მანრესას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 85:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა.

შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 22 წუთი 57 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიორგიმ 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო თვითონ შერმადინმა 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვიდორეტას გუნდი 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ტენერიფეს" სხვა გუნდებზე 1 ან 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ამ დროისთვის "ტენერიფეზე" წინ მხოლოდ მადრიდის "რეალია".

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 30 იანვარს "მორაბანკ ანდორას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში