Aa Aa
24 იანვარი 2021  |  16:53

ლოჩოშვილი საუკეთესო ხუთეულში - Sky Sports-მა ქართველი მცველი გამოარჩია

ავსტრიის ბუნდესლიგის 2020-21 წლების სეზონის მე-13 ტურში ''ვოლფსბერგერისა'' და ''ჰარტბერგის'' მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ''ვოლფსბერგერის'' სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი თანაგუნდელი, ამპლუით მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

ავსტრიულმა Sky Sports-მა ლოჩოშვილის თამაშს მაღალი შეფასება მისცა. 22 წლის მოთამაშე ბუნდესლიგის მე-13 ტურის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა. მისი ასპარეზობის ინდექსი 421-ს შეადგენს და მხოლოდ ოთხ მოთამაშეს ჩამორჩება.

კიევის ''დინამოსა'' და სლოვაკურ ''ჟილინაში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდების შემდეგ ლოჩოშვილის კარიერაში შთამბეჭდავი პროგრესია.

გასულ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაზე ალბანურ ''ტირანასთან'' ძალიან ცუდად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კარიერა ავსტრიულ კლუბში გააგრძელა და ბუნდესლიგასა თუ ევროპა ლიგაზე კარგი გამოსვლით ქომაგებსა და საფეხბურთო სპეციალისტებს თავი დაამახსოვრა, თუმცა მთავარი გამოცდა წინაა. 18 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''ვოლფსბერგერი'' საკუთარ კედლებში ჟოზე მოურინიოს ''ტოტენჰემს'' შეხვდება. საპასუხო შეხვედრა ჩრდილოლონდონში 24 თებერვალს შედგება.

მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა ბუნდესლიგის, ევროპა ლიგისა და ავსტრიის თასის ჩათვლით ''ვოლფსბერგერის'' რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ფოტო: gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში