Aa Aa
23 იანვარი 2021  |  17:53

"გაცოფებული ვარ!" - ჰოლანდი გლადბახთან მატჩის შემდეგ

ბუნდესლიგის მორიგ ტურში "დორტმუნდის "ბორუსია" "გლადბახს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან დუბლის შესრულება ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა შეძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ "ბორუსიას" მთავარმა გოლეადორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ერთ კვირაში შემდეგი თამაშია. ჩვენი გონება მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვმართოთ, რადგან ეს საშინელი მარცხი იყო."

თითქოს, ამ ინტერვიუში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ბუნდესლიგის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა ერლინგის კომენტარი ბოლომდე არ აჩვენა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ხსენებული ინტერვიუს დასასრული, რომელშიც ჰოლანდი შემდეგ რამეს ამბობს: "მე გაცოფებული ვარ! არანაირი იდეა არ მაქვს"!

ცნობილია, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. მათ შორის "რეალი" და "ბარსელონა." ამდენი წარუმატებლობა შესაძლოა 20 წლის თავდამსხმელისთვის მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელი იყოს. აქედან გამომდინარე არავისთვის იქნება გასაკვირი თუ ჰოლანდი კლუბის შეცვლას გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" რიგებში 43 გოლს მოუყარა თავი. 25 ბუნდესლიგაში, 16 ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში