Aa Aa
23 იანვარი 2021  |  16:55

რაული ზიდანის შეცვლის მთავარი კანდიდატია

სეზონის არადამაჯერებლად დაწყების შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ზიზუს გუნდმა კვლავ აურია.

ესპანური პრესა აქტიურად განიხილავს ზინედინ ზიდანის შესაძლო დათხოვნას, რაც უკვე საკმაოდ რეალურიც არის.

ესპანური AS-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ „ზიზუს“ გაშვებას განიხილავს და მის შემცვლელად ნომერ პირველი არჩევანი კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკოა.

ფლორენტინო პერესის მთავარი ფავორიტი მაურისიო პოჩეტინო იყო, თუმცა არგენტინელმა პსჟ ჩაიბარა, რის შემდეგაც რაულის კანდიდატურამ წინა პლანზე წაიწია.

თუ, „რეალმა“ სეზონი უტიტულოდ დაასრულა, რისი შანსი არც ისე მცირეა, ზიდანის დათხოვნა სავსებით შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება რაულს, ის კლუბის სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს. 2019 წლიდან კი სარეზერვო გუნდს „რეალ მადრიდ კასტილიას“ წვრთნის.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი - ზიდანმა წასვლა შესაძლოა თავადაც მოისურვოს. საქმე იმაშია, რომ როდესაც „ზიზუ“ გუნდში დაბრუნდა, ფლორენტინო პერესმა მისი დაყოლიება ახალი პროექტით შეძლო, რომელიც მანეს, პოგბასა და კამავინგას ტრანსფერებს ითვალისწინებდა. საუბარი იყო მბაპეზეც, თუმცა ამ შემთხვევაში დაპირების გაცემაზე შეთანხმება არ ყოფილა.

პანდემიის შემდეგ ფინანსური პრობლემები „რეალსაც“ შეეხო და ზიდანმა მის მიერ მოთხოვნილი ტრანსფერებით ახალი გუნდის აწყობა ვერ შეძლო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა ფრანგმა სპეციალისტმა პერესს დაასწროს და თანამდებობა თავად დატოვოს.

აქვე გეტყვით, რომ ზინედინ ზიდანის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდ სურვილს ტურინის „იუვენტუსი“ და საფრანგეთის ნაკრები გამოთქვამენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში