Aa
Aa

"გადაიხადეთ ან ჰაკიმი უკან დააბრუნეთ!" - რეალის ულტიმატუმი ინტერს

მიმდინარე სეზონის დასაწყისში აქრაფ ჰაკიმი "ინტერს" შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულა 40 მილიონი ევრო გახლდათ. სპორტულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Chiringuito TV გამოცემა  Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალმა" "ნერაძურის" ულტიმატუმი წაუყენა.

ვიგებთ, რომ "ინტერს" "ბლანკოსისთვის" მაროკოელის სატრანსფერო ღირებულება ჯერ კიდევ არ გადაუხდია. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ მოხდა ასე და კონტრაქტში რა დეტალები არის, მაგრამ "რეალმა" იტალიელებს მკაცრად მოთხოვეს თანხის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მადრიდელები ჰაკიმის დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მარჯვენა მცველი 2006 წლიდან მადრიდის "რეალში" იზრდებოდა. 2017 წელს ჰაკიმი მთავარ გუნდში დააწინაურეს. ამის შემდეგ ის 2 წლით "დორტმუნდის ბორუსიაში" გაანათხოვრეს. გერმანიაში აქრაფმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩნა და ევროპაში მასზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა.

გულშემატკივრების უმეტესობა ფიქრობდა, რომ მაროკოელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" დაბრუნდებოდა და დანი კარვახალის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ასე არ ჩათვალა და მარჯვენა მცველი "ინტერში" გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები