მერსედესი და როლექსი - ''პირველ გუნდში რამდენჯერ ითამაშე?'' - კლოპის უცნობი ისტორია
Aa
Aa

მერსედესი და როლექსი - ''პირველ გუნდში რამდენჯერ ითამაშე?'' - კლოპის უცნობი ისტორია

''ლივერპულის'' ექს-ფეხბურთელმა დეიან ლოვრენმა რუსულ მედიასთან საუბარში საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც კლოპისა და ''ლივერპულის'' 18 წლის ფეხბურთელის დიალოგის შესახებაა.

''ერთ ამბავს მოვყვები, ეს 2017 წელს მოხდა. ახალი სეზონისთვის მზადებას ვიწყებდით, შეკრების პირველი დღე იყო და ''ლივერპულის'' 18 წლის ფეხბურთელი ბაზაზე მერსედესის მარკის მანქანით და როლექსის საათით მოვიდა. მის სახელს არ გავამხელ, მაგრამ კლოპსა და ამ ფეხბურთელს შორის შემდეგი დიალოგი წარიმართა:

კლოპი: რომელი მანქანით მოხვედი?

ფეხბურთელი: მერსედესით.

კლოპი: მაჯაზე რომელი საათი გიკეთია?

ფეხბურთელი: როლექსი

კლოპი: პირველ გუნდში რამდენი თამაში ჩაატარე?

ფეხბურთელი: არც ერთი''.

ლოვრენი საუბარს ხუმრობით აგრძელებს: ''დიახ, მას ორი ოქროს საათი ეკეთა, მაგრამ შემდეგ დღეს საათის გარეშე და ჩვეულებრივი ავტომობილით მოვიდა''.

2015-20 წლებში ლოვრენი ''ლივერპულში'' კლოპთან ერთად მუშაობდა. ხორვატმა ინგლისურ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გასულ წელს 31 წლის ცენტრალური მცველი რუსულ ''ზენიტში'' გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები