უძლიერესი ტაჩიაი და დასანანი მარცხი - ტოჩინოშინის ფიასკო გრძელდება
Aa
Aa

უძლიერესი ტაჩიაი და დასანანი მარცხი - ტოჩინოშინის ფიასკო გრძელდება

2021 წლის პირველი სუპერტურნირის, ''ჰაცუ ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა აკისეიამა იყო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, უძლიერესი ტაჩიაი შესრულდა, თუმცა შეხვედრა ცუპარებით გაგრძელდა და ქართველ სპორტსმენს ძალისხმევა არ ეყო. საბოლოოდ, აკისეიამამ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ამ შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ ტოჩინოშინს უფრო მაღალი ნახტომი რომ ჰქონდეს, მისთვის დიდი პლუსი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი აკისეიამას პირველად დაუპირისპირდა. მიმდინარე ''ჰაცუ ბაშოზე'' ამ შეხვედრამდე აკისეიამას ანგარიშზე 8 გამარჯვება და 5 მარცხი იყო.

რაც შეეხება ქართველს, ტოჩინოშინისთვის მიმდინარე ''ჰაცუ ბაშო'' ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს, მან მხოლოდ 4 ბრძოლა მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები