იჯარის წესით - არკადიუშ მილიკი მარსელს შეუერთდა
პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა ნეაპოლური კარიერა შეწყვიტა და საფრანგეთში, კერძოდ "მარსელში" გადაბარგდა. მილიკი ფრანგულ კლუბში იჯარის წესით 18 თვის განმავლობაში იასპარეზებს. ინფორმაცია გავლენიანმა გამოცემამ L'EQUIPE-მ გაავრცელა.
L'OM a trouvé son nouvel attaquant, Arkadiusz Milik est prêté pour 18 mois au club marseillais avec une option d'achat : https://t.co/VsfA9o19LB pic.twitter.com/FFH5uLu2Ll
— L'ÉQUIPE (@lequipe) January 21, 2021
მიმდინარე სეზონში 26 წლის თავდამსხმელს "ნაპოლის" რიგებში არ უთამაშია. ჯენარო გატუზო მას საერთოდ არ ენდობოდა. არკადიუშმა იტალიური კარიერა შესანიშნავად დაიწყო. პირველივე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ მას გაუთავებელი ტრავმები აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ არკადიუშ მილიკი "ნაპოლიში" 2016 წელს გადავიდა.. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონელმა 122 შეხვედრა ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელმა იტალიაში ყოფნის პერიოდში ჯამში ტრავმების გამო 351 დღე იუქმა და 61 შეხვედრა გამოტოვა.