Aa Aa
21 იანვარი 2021  |  00:10

3 მედალი გრან პრიზე - მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ჩემპიონ პრიზიორებს აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენელები დახვდნენ.

შეგახსენებთ,რომ ნიცაში გამართულ ტრადიციულ ანრი დელანის გრან პრიზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სულ 5 სპორტსმენით გამოვიდა და მათგან 3-მა მედალი მოიპოვა.

გიორგი მელია ჩემპიონი გახდა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი მურად ლოკიაევი 5-0 დაამარცხა.

ფინალამდე მელიამ 4 ბრძოლა გამართ და ოთხივეში იოლად იმარჯვა. ქართველმა მოჭდავემ ამერიკელი დანიელ მილერი,პოლონელი ჯერარდ კურნიჩეკი,ავსტრიელი დანიელ გაცლი და ასევე ავსტრიელი მარკუს რაგინგერი დაამარცხა.

გურამ ხეცურიანი (87 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

გიორგი მელია - ტურნირის ჩემპიონი 

სოსო ჯაბიძე - ნაკრების მწვრთნელი

გეგა გეგეშიძე - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  

ტურნირის შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქალაქ ლიონის მერმა მიიწვია და საპატიო სტუმრისთვის დაწესეებული „ქალაქის მედალი" გადასცა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ და ჭიდაობის კლუბმა „ლიონმა" ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გაცვლითი პროგრამა ხორციელდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში