Aa Aa
20 იანვარი 2021  |  16:46

რაგბი - U20 მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა

American Rugby News იუწყება, რომ 2021 წელს გასამართი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონთა გაუქმდა. მიზეზი ისევ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეებია. ხსენებულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებსაც უნდა ეასპარეზა და სამწუხაროდ ეს არ მოხდება. ინფორმაცია ოფიციალური არ არის, თუმცა American Rugby News სანდო წყაროდ ითვლება და სავარაუდოა, რომ ყველაფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გასულ წელსაც იმავე მიზეზით არ ჩატარდა და 2021 წლისთვის გადაიდო. ახლა კი ვიგებთ, რომ ჩემპიონატი ისევ გაუქმდა და 2022 წელს ჩატარდება. ბოლოს რაგბის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა.

ცნობისთვის, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს პირველობაზე B ჯგუფში ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ და ეს ზედიზედ მე-5 ჩემპიონატი იქნებოდა, სადაც 20-წლამდე ქართველები მონაწილეობას მიიღებდნენ.

გაზიარება:

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში