Aa
Aa

"მადლობა ნიკა" - "ტობოლი" კვეკვესკირს დაემშვიდობა

საქართველსო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი ყაზახური „ტობოლს“ დაემშვიდობა.

„ტობოლის“ ოფიაციალურ ვებ გვერდზე გუნდმა ნიკას მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ყაზახურ კლუბში კვეკვესკირის დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში ნიკამ 84 მატჩი გამართა,სადაც 5 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გუნდთან ერთად მან ყაზახეთის ჩემპიონატში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

CrystalSport-ის ცნობით კვეკვესკირის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მათ შორის ერთი პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელია, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეთანხმებასთან ახლოს არაა. პოლონური კლუბის გარდა კვეკვესკირს კიდევ რამდენიმე გუნდი იწვევს, მას კარიერის ევროპაში გაგრძელების რეალური შანსი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ზურგს რამდენიმეწლიანი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს, პოლონეთის დონის ჩემპიონატში მოხვედრა რეალურია.

შეგახსენებთ,რომ კვეკვესკირს ბაქოს ''ინტერში'', ''გაბალასა'' და ''ტობოლში'' უთამაშია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები