მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - მვუმბი ქომაგთა გაოცებას განაგრძობს
Aa
Aa

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - მვუმბი ქომაგთა გაოცებას განაგრძობს

ეგვიპტეში ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ერთმა მოთამაშემ მთელი სპორტული სამყარო აალაპარაკა. საუბარი გამორჩეული გაბარიტების მქონე ხელბურთელს, გოტიე მვუმბის ეხება, რომელიც 110 კილოგრამს იწონის.

მვუმბი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებში ასპარეზობს და დღეს, მისმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრა გამართა. აფრიკელები ბაჰრეინს დაუპირისპირდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ 34-27 დამარცხდნენ.

მვუმბიმ შესანიშნავად იასპარეზა და 5 გოლი გაიტანა. მას გარჯა დაუფასდა და მარცხის მიუხედავად, იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მვუმბიმ მხოლოდ 8 წუთი და 59 წამი ითამაშა, მაგრამ მაინც საკმაოდ პროდუქტიული იყო და 5-დან 5 დარტყმა გამოიყენა. სათქმელია ისიც, რომ მვუმბიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ 3 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და ამისთვის 14 დარტყმა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში მიმდინარე ხელბურთის ხვალ ჯგუფური ეტაპი დაიწყება, ტურნირი კი 31 იანვარს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები