დოჰიოდან გადავარდნილი ტოჩინოშინი არბიტრს დაეცა
Aa
Aa

დოჰიოდან გადავარდნილი ტოჩინოშინი არბიტრს დაეცა

„ჰაცუ ბაშოს“ მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იყო, რომელსაც ლევანი სულ სამჯერ შეხვდა - 1-ჯერ მოუგო, 2-ჯერ კი დამარცხდა.

ამჯერად გორგაძემ ბრძოლა ოშიდაშის ილეთით დათმო. ტაჩიაის შემდეგ ტოჩინოშინმა წონასწორობა დაკარგა და მეტოქემ მისი დოჰიოდან გადაგდება მარტივად შეძლო. საბოლოოდ ქართველი გიოჯის (არბიტრი) დაეცა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ტურნირის მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. ქართველი რიკიში მას სულ 4-ჯერ შეხვდა, 1-ჯერ დაამარცხა და 3 მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძე სასურველი ფორმისგან ძალიან შორსაა და ეს ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანს. თავის საყვარელ ჩავლებასაც ვერ იყენებს, რადგან ძალისმიერი შეჯახებებისას დიდ ხანს ვერ ძლებს. მუხლის ტრავმა ამის საშუალებას არ აძლევს, რაც რამდენიმე მომენტისას გამოჩნდა კიდეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები