ბრწყინვალე ასპარეზობა - 9 მედალი ნიცას გრან პრიდან
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - 9 მედალი ნიცას გრან პრიდან

ჭიდაობაში წლის პირველ ტურნირს ნიცამ უმასპინძლა. საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრზე 9 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის გამარჯვებულები ბექა ლომთაძე,ზურაბ იაკობიშვილი,ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი და დავით ტლაშაძე დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა,ბექა ბუჯიაშვილმა და ირაკლი მწითურმა დაისაკუთრეს.

მედლის გარეშე მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ.)დარჩა, რომელიც ჯერ ნახევარფინალში, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბელგიის სახელით მოასპარეზე აიუბ მუსაევი დაამარცხა. 

ასევე მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ იოკობიშვილმა (70 კგ.) ოქროსთვის შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ სავას აჯობა.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) კი ფინალურ დაპირისპირებაში მასპინძელ საეფედინ ალეკმას მოუგო, ხოლო სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა. 

17 იანვარს ნიცას ხალიჩებზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იასპარეზებს.

საქართელოს სახელით ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) იჭიდავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები