Aa Aa
16 იანვარი 2021  |  15:33

UFC-ის 2020 წლის წარმატებული ქვეყნები: საქართველო მეორე პოზიციაზეა

PLANETMMA ინსტაგრამის გვერდზე UFC-ის მებრძოლთა შესახებ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. 2020 წელს UFC-ში ყველაზე წარმატებულად ნიგერიელი და ესპანელი მებრძოლები გამოვიდნენ, რომლებმაც ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს, თუმცა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა მხოლოდ 5 ბრძოლა გამართეს.

მეორე პოზიციაზე საქართველოა. UFC-ში გამართული 14 ბრძოლიდან 13 ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მარცხი მხოლოდ ლიანა ჯოჯუამ იწვნია.

გიგა ჭიკაძემ 4 ბრძოლა მოიგო, მერაბ დვალიშვილმა - 3, რომან დოლიძისა და ილია თოფურიას ანგარიშზე 2 გამარჯვებაა. მათ გარდა გურამ ქუთათელაძემ და ლიანა ჯოჯუამ 1 გამარჯვება მოიპოვეს. გასულ წელს ჯოჯუამ UFC-ში 2 ბრძოლა გამართა: 1 მარცხი და 1 მოგება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში