„ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალეთ
Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  21:06

„ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალეთ" - ჰარდენი ჰიუსტონს დაემშვიდობა

„ჰიუსტონ როქეთსის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, ჯეიმს ჰარდენი ტექსასელებს დაემშვიდობა. „წვერამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ჰიუსტონს“ მიმართა.

„რა დავწერო? რომელი სიტყვებით გადმოგცეთ ყველაფერი, რასაც ახლა ვგრძნობ. ჰიუსტონ, შენ ყოველგვარი გარანტიების გარეშე მიმიღე, გარისკე და ამან ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალა.

ამ ორგანიზაციამ და ამ ქალაქმა რისი მოთხოვნაც შემეძლო, ყველაფერი და, უფრო მეტიც მომცა. თქვენ ჩემი სეზონის საუკეთესო მექულის ტიტულების მოგებამდე და MVP-ის ჯილდოს დასაკუთრებამდე დიდი ხნით ადრე, ირწმუნეთ და ამის გამო თქვენთან სამუდამოდ ვალში ვიქნები.

ამ ქალაქმა მკლავები გაშალა და მე და ჩემი ოჯახი ისე მიგვიღო, როგორც ერთ-ერთი თავისიანი და ამის გამო თქვენთან სამუდამოდ ვალში ვიქნები. ამ ქალაქისთვის დიდების მოსატანად ჩემი გონება, სხეული და სული გავიღე. მიზანს ვერ მივაღწიე და ამის გამო თქვენთან სამუდამოდ ვალში ვიქნები. ეს დამშვიდობება არაა, რადგან ვალს დაბრუნება უნდა“.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონის“ რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობდა. იგი ყველა ვარსკვლავის მატჩის 8-გზის მონაწილეა და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 24.8 ქულას აგროვებს. „წვერა“ კარიერას „ბრუკლინ ნეთსში“ გააგრძელებს და კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის მხარდამხარ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები