Aa Aa
14 იანვარი 2021  |  19:00

სპორტი და ქველმოქმედება - ნიჟარაძისა და გურასპაულის მადლობა ივანიშვილს

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა სპორტში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრეს.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ სტუმრებმა ჯგუფი „ქართუსადმი“ მადლიერება გამოხატეს.

პაატა გურასპაული - „ერთი მხრივ, შეიძლება ზოგიერთს იმის ფიქრმაც გაჰკრას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკური ასპარეზიდან იყოს ნაკლებად შემხები სპორტის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ბოლო გადაწყვეტილება, როდესაც „ქართუს“ გადაეცა მისი აქტივების უმეტესი ნაწილი, სწორედ სპორტს და ყველა იმ დარგს მოხმარდება, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება ჰქონდა, თვითონ გადაეწყვიტა და შეერჩია ის დრო, როდესაც პოლიტიკიდან წავიდოდა. ის არსად წასულა, იგი არის საქართველოს შვილი, ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი საქართველოსთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ბიძინა იგივე შემართებით და ქველმოქმედებით გააგრძელებს თავისი ქვეყნის სამსახურს“ 

გია ნიჟარაძე - „ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული რაგბისთვის გააკეთა, მოსწონს ვიღაცას თუ არ მოსწონს, თუ მორაგბე გქვია და ამ თამაშის თუნდაც მცირე ნაწილად თვლი თავს, მაშინ კითხვის ქვეშ არ უნდა დგებოდეს ის უდიდესი მადლიერება, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს. ყველაზე მეტად მეზიზღება უმადურობა და უმადური ადამიანი.2008 წლიდან შეიქმნა რაგბის განვითარების 4-4- წლიანი სამთავრობო პროგრამა. პარალელურად, მოხდა ჩვენი პირველი კონტაქტი ფონდ „ქართუსთან“. ბატონი გივიკო ჭიჭინაძის დიდი დახმარებითა და შეწევნით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ აზრებს ვცვლიდით, სად გვაქვს სუსტი წეტილები, რა იფარება საბიუჯეტო სახსრებით, რა - გრანტებით მსოფლიო რაგბიდან და სად შეიძლება ყველაზე ეფექტურად ყოფილიყო მიმართული ფონდ „ქართუს“, ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხები. ეს გეგმა შედგა და საფუძვლად დაედო სამთავრობო განვითარების გეგმას. 8 წელი ვიყავი მე რაგბის კავშირის პრეზიდენტი, 2008 წლიდან 2016 წლამდე და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, ფონდ „ქართუსთან“ ყოველდღიური შეხება მქონდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში 200 მილიონ ლარზე მეტი  შეადგინა. აშენდა და აღიჭურვა ათობით სარაგბო ბაზა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში