Aa Aa
14 იანვარი 2021  |  02:10

დიდი ტრიო ბრუკლინში - ჰარდენი დურანტსა და კაირის შეუერთდა

2017-18 წლების რეგულარული სეზონის MVP, ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინ ნეთსში“ ითამაშებს. ESPN-ისა და Athletic-ის ინსაიდერების, ადრიან ვოინაროვსკისა და შემს ჩარანიას ინფორმაციით, 4-გუნდიანი გაცვლის შედეგად „წვერა“ ყოფილ თანაგუნდელ, კევინ დურანტსა და ყველა ვარსკვლავის მატჩის 6-გზის მონაწილეს, კაირი ირვინგს შეუერთდება.

თავდაპირველად გარიგებაში მხოლოდ „ჰიუსტონი“, „ბრუკლინი“ და „კლივლენდი იყვნენ ჩართული. „როქეთსს“ კარის ლევერტი, დანტე ექსამი, როდიონ კურუცი, დრაფტის პირველი რაუნდის 4 პიკი, 3 „ნეთსიდან“, 1 – „კავალიერსიდან“ და „ბრუკლინთან“ 4 პიკის გაცვლის უფლება უნდა მიეღო.

მოგვიანებით, ტექსასელებმა კიდევ ერთი ტრეიდი შეათანხმეს, რომლის ფარგლებშიც კარის ლევერტი „ინდიანაში“ ვიქტორ ოლადიპოს სანაცვლოდ გაუშვეს, ხოლო „კლივლენდის“ შემადგენლობა ჯარეტ ალენითა და ტორინ პრინსით გაძლიერდა.

ტრეიდის საბოლოო სახე ასეთია:

ჰიუსტონმა მიიღო - ვიქტორ ოლადიპო, დანტე ექსამი, როდიონ კურუცი, პირველი რაუნდის 3 პიკი „ბრუკლინისგან“ ( 2022, 2024, 2026 წლების - დაცული არცერთია), „მილუოკის“ პირველი პიკი (2022 წლის, დაცული არაა) „ნეთსთან“ პირველი პიკების გაცვლის უფლება (2021, 2023, 2025, 2027 წლების).

ბრუკლინმა მიიღო - ჯეიმს ჰარდენი.

ინდიანამ მიიღო - კარის ლევერტი და დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანის უფლება.

კლივლენდმა მიიღო - ჯარეტ ალენი და ტორინ პრინსი.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ჰარდენი „ჰიუსტონის“ რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობდა. იგი ყველა ვარსკვლავის მატჩის 8-გზის მონაწილეა და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 24.8 ქულას აგროვებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში