ლიონელ მესი, ვოზინია
Aa
Aa

„ჩემთვის ეს რაღაც დაუჯერებელი იყო“ - ვოზინია მესისთან საუბარზე

კაბო-ვერდეს ნაკრების მეკარემ, ვოზინიამ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინასთან მატჩის (2:3) შემდეგ ლიონელ მესისთან საუბრის დეტალები გაიხსენა.

„თამაშის შემდეგ მესისთან მივედი. ის ჩამეხუტა და მითხრა: „მაგარი ხარ. შენი ხალხი შენით უნდა ამაყობდეს“. ჩემთვის ეს რაღაც დაუჯერებელი იყო.

ლეო მესისნაირი ადამიანისგან ასეთი სიტყვების მოსმენა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი: „მადლობა, ლეო, შენ საუკეთესო ხარ“.

შემდეგ ვკითხე, შეგვეძლო თუ არა მაისურების გაცვლა. ლეომ მიპასუხა, რომ თავის მაისურს ინტერვიუების შემდეგ გვირაბში მომცემდა.

ასეთი მომენტები გულში სამუდამოდ რჩება“,

– განაცხადა ვოზინიამ.

40 წლის ვოზინიამ კაბო-ვერდესთან ერთად ისტორია დაწერა და მუნდიალის 1/16-ფინალში თამაში შეძლო. აფრიკელებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს და ამ მატჩის შემდეგ, შესაძლოა ლიონელ სკალონის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაც მოუხდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები