ოფიციალურად - გაგი მარგველაშვილი მეზოკოვეშდის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად - გაგი მარგველაშვილი მეზოკოვეშდის ფეხბურთელია

დედაქალაქურმა „საბურთალომ“, რომელიც ახალი გუნდის შენებაშია, უკვე ყოფილი კაპიტანი და გუნდის ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი გაგი მარგველაშვილი უნგრეთში, „მეზოკოვეშდში“ სათამაშოდ გაუშვა. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

მარგველაშვილი არის იმ გამარჯვებების ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც „საბურთალომ“ ბოლო წლებში მოიპოვა – 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, 2019-ში თასის გამარჯვებული, ხოლო 2020 წელს სუპერთასის მფლობელი.

გარდა ამისა, გაგი არის პირველი ლიგის (2014) ჩემპიონიც. გეცოდინებათ, რომ მარგველაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. კლუბში სულ 215 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 15 გოლი. მას, 21-წლამდე ნაკრების ჩათვლით ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია.

წყარი - fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები